ჩეხეთში მომხდარ წყალდიდობას 8 ადამიანი ემსხვერპლა

ჩეხეთში, ბოლო დღეებში მომხდარი წყალდიდობის შედეგად მინიმუმ 8 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ჩეხური რადიო იუწყება.

წყალდიდობა გაუჩერებელმა ხანგრძლივმა წვიმებმა გამოიწვია. პირველი მსხვერპლი  პეტროვიცას ორი მკვიდრი იყო. ისინი ადიდებულმა მდინარე ოსობლოგამ იმსხვერპლა, რომელიც, როგორც წესი, არ გადმოდის ხოლმე კალაპოტებიდან. შემდეგ კი მდინარეში რვა წლის მოსწავლე დაიხრჩო.

შემდეგ კი ჩეხეთის საავადმყოფოში გადაყვანილი ორი სპორტსმენი გარდაიცვალა, რომელთა სიცოცხლის გადარჩენაც მაშველებმა ვერ მოახერხეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად