ჩეხეთში, მეზობლის მიერ სპეციალურად გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი დაიღუპა

შემთხვევა ჩეხეთში, მორავია-სილეზიის მხარის ქალაქ ბოჰუმინში მოხდა.

ჩეხეთის ჩრდილოეთით, მორავია-სილეზიის მხარეში, პოლონეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ბოჰიმინში ტრაგედია დატრიალდა.
 
ცამეტსართულიანი სახლის მეთერთმეტე სართულზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 6 ადამიანი , მათ შორის 3 ბავშვი ცეცხლში დაიწვა, 5 კი მას შემდეგ დაიღუპა, რაც მეთერთმეტე სართულზე მდებარე ბინის ფანჯრებიდან გადახტნენ.
 
ცამეტსართულიანი სახლის მე-3 სართულზე მცხოვრები კარინ შიპკოვა ამბობს, რომ დაინახა, როგორ ხტებოდნენ ადამიანები მე-11 სართულიდან. მისი თქმით, პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც მშვიდად დაადასტურა მის მიერ მეზობლის ბინისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტი.
 
რეგიონალური პოლიციის უფროსი ტომაშ კუჟელი აცხადებს, რომ არ სურს მისთვის ამ მომენტში ცნობილ ყველა დეტალზე ისაუბროს და ხელი შეუშალოს გამოძიებას, თუმცა მიანიშნებს, რომ ხანძრის სპეციალურად გაჩენა მოუგვარებელ სამეზობლო კონფლიქტს უნდა უკავშირდებოდეს. დამნაშავემ, როგორც ჩანს, სახლში აალებადსითხიანი ბოთლი შეაგდო, – ამბობს კუჟელი.
 
ხანძრის ჩაქრობის პროცესში 10 კაცმა, მათ შორის, 2-მა მეხანძრემ და 1-მა პოლიციელმა, მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაწვრობა.
 
ადგილობრივი მედია მკითხველს შეახსენებს, რომ 2010 წლის ოქტომბერში პრაღაში 10 უსახლკარო დაიწვა ხანძრის დროს, წელს, იანვარში, ვეიპრტის ინვალიდთა სახლში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა 8 კაცი.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად