ჩეხეთში, მამაკაცმა საყვარელი სექსის დროს, მისი და სხვა პირთა ვალებისგან თავის დაღწევის მიზნით გაგუდა

ჩეხეთის ოსტრავის საოლქო სასამართლოში მამაკაცის მიერ საყვარლის შემაძრწუნებელი მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო

40 წლის ლიუბომირმა, საწყობის გამგემ, სამსახურში თავისზე 2 წლით უფროსი ქალი გაიცნო და დაუახლოვდა. ქალი გათხოვილი იყო და მათი ურთიერთობა ფარულ ხასიათს ატარებდა. ისინი ერთმანეთს სხვადასხვა ადგილზე ხვდებოდნენ და სექსით, უმეტესწილად, ავტომობილში კავდებოდნენ.

ქალმა საყვარელს ორჯერ 50-50 ათასი კრონა (1 ჩეხური კრონა =0,14 ლარს) იმ პირობით ასესხა, რომ იგი ვალს თანთათანობით დაუბრუნებდა, მაგრამ მან მხოლოდ 30000 კრონაზე ოდნავ მეტი დაუბრუნა შემდეგ კრედიტორის თავიდან მოშორება გადაწყვიტა.

პროკურორის მტკიცებით, 3 ივლისს ლიუბომირმა ქალი ჰავირჟოვში, მის სამსახურთან ახლოს ჩაისვა მანქანაში და მასთან ერთად ჟერმანიცეს კაშხლისკენ გაემგზავრა და იქ, მანქანაში სექსის დროს, „როდესაც ის ქალთან ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მისი გაგუდვა დაიწყო და აქტიური წინააღმდეგობის მიუხედავად ~ ხუთ წუთში მოკლა იგი”

მამაკაცმა საყვარლის ცხედარი საბარგულში დამალა, ჩანთიდან მოკლულის ბინის გასაღები აიღო და მის ბინაში შევიდა. სპორტულ თამაშებზე წარუმატებელი ფსონების დადებით მას მილიონ კრონამდე ვალი ჰქონდა და საყვარლის სახლში ფული ეგულებოდა, მაგრამ იქ სიჩქარეში ვერაფერი ნახა და საყვარლის ქმრის სახლში დაბრუნების შიშით დატოვა იქაურობა.

ამის შემდეგ მან ნიჩაბი იყიდა, ქალის ტელეფონი, ბინის გასაღები და ტანსაცმელი მოიშორა თავიდან, ე.წ. პიზას ეკლესიის მახლობლად საფლავი გათხარა, ცხედარი დამარხა და ადგილი ტოტებით და ფოთლებით შენიღბა.

საყვარლის მეუღლემ ცოლის გაუჩინარების შესახებ განაცხადა და ძებნაში პოლიციასთან ერთად მოსახლეობაც ჩაერთო. საბოლოდ კვალი საყვარლამდე მივიდა და მან პოლიციას ის ადგილი აჩვენა, სადაც ქალი დამარხა, თუმცაგამუდმებით ამტკიცებდა, რომ ქალი არ მოუკლავს.

„ეს სექსის დროს მოხდა, ის ისეთ უხეშ მეთოდებს ითხოვდა, როგორიცაა გაგუდვა. უცებ იგი უსიცოცხლო გახდა, მე შემეშინდა და გადავწყვიტე მისი გვამი დამემალა”, – ამბობდა მამაკაცი.

სასამართლო განხილვის დროს მან შეცვალა ჩვენება და განაცხადა, რომ „ეთანხმება საბრალდებულო დასკვნას და ძალიან ნანობს მომხდარს”.

მამაკაცს მკვლელობისთვის 15-დან 20 წლამდე სასჯელი ელის. განაჩენის გამოტანამდე მოკლულის მეუღლე და სხვა მოწმები წარსდგებიან სასამართლოს წინაშე. პროკურორი არანაკლებ 17 წლით პატიმრობის მისჯას ითხოვს.

კომენტარები
იტვირთება...