ჩეხეთში, კორონავირუსის გავრცელების გამო, მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილება აეკრძალათ

ჩეხეთის მთავრობამ აკრძალა 28 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე ადგილობრივი დროით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილება რესპუბლიკაში კორონავირუსის გავრცელების გამო. ამის შესახებ ქვეყნის ჯანმრთელობის მინისტრმა რომან პრიმულამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედმა შეზღუდვებმა ბოლომდე ვერ მოახდინა სასურველი შედეგი. მთავრობამ მათი გაძლიერება გადაწყვიტა. 28 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე აკრძალულია მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილება 21:00 საათიდან 04:59 საათამდე ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.” – განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად