ჩეხეთში, გასულ 24 საათში COVID19-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

გასული დღის განმავლობაში, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა ჩეხეთში. როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, დაფიქსირდა ინფიცირების 1,677 ახალი შემთხვევა, რაც 639-ით მეტია ერთი დღის წინანდელ მაჩვენებელზე, როდესაც რესპუბლიკაში 1 038 ინფიცირებული იქნა დაფიქსირებული.

ჩეხეთში პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 38 896 შეადგინა. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, 476 ადამიანი გარდაიცვალა ვირუსით გამოწვეული გართულებებით. ერთი დღით ადრე ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა 465 მსხვერპლის შესახებ. გამოჯანმრთელებულია რესპუბლიკის 22,613 მაცხოვრებელი.

ამჟამად, ქვეყანაში 15 807 ინფიცირებულია. გამოხატული სიმპტომებით 333 პაციენტი საავადმყოფოში მოათავსეს. 78 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

ყველაზე რთული ეპიდემიური ვითარება აღინიშნება პრაღაში. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ჩეხეთის დედაქალაქში კორონავირუსული ინფექცია დაჩქარებული ტემპით ვრცელდება.

ექსპერტები პროგნოზირებენ ჩეხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდას. ევროკავშირის ქვეყნები აწესებენ შეზღუდვებს იქიდან ჩამოსულთათვის. ასეთი ზომები ცოტა ხნის წინ გაატარეს ნიდერლანდებმა, ბელგიამ, დანიამ, სლოვაკეთმა და კვიპროსმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად