ჩეხეთმა რუსეთიდან ავიარეისები გააუქმა

ავიაკომპანიამ „ურალის ავიახაზები“ განაცხადა, რომ 2 ივლისიდან წყვეტს ეკატერინბურგიდან და ჟუკოვსკიდან პრაღაში ფრენებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ვრცელდება.

ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩეხეთის საავიაციო ხელისუფლებამ, ქვეყანაში ფრენის ადრე გაცემული უფლების ანულირება მოახდინა.

რეისი У6-701 ეკატერინბურგი-პრაღა და У6-751 ჟუკოვსკი-პრაღა, რომლებიც 2 ივლისის თარიღით არის ჩანიშნული, ამ ეტაპზე გაურკვეველი დროით არის შეფერხებული. კომპანიაში აცხადებენ, რომ მგზავრებისთვის ყველა საჭირო მომსახურება იქნება უზრუნველყოფილი, რაც ფედერაციული საავიაციო კანონით არის გათვალისწინებული.

აქამდე კომპანიამ „აეროფლოტი“ განაცხადა, რომ ჩეხეთის ხელისუფლებამ, მოსკოვი-პრაღისა და პრაღა-მოსკოვის მიმართულებით ფრენების შესრულებისთვის გაცემული უფლების ანულირება მოახდინა. შედეგად, დაუქმდა 2 ივლისს ჩანიშნული ორი რეისი. გარდა ამისა, ჩეხეთმა აგრეთვე ფრენების ანულირება გაუკეთა ავიაკომპანიას „პაბედა“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...