ჩეხეთმა მიგრანტების ახალი ტალღის მიღებაზე უარი თქვა

ჩეხეთის პრემიერმინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ ქვეყანა ერთ მიგრანტსაც კი აღარ მიიღებს, ვინაიდან იგი უკრაინელებს იღებს. შესაბამისი განცხადება ჩეხეთის პრემიერმა იტალიაში გაფრენამდე გააკეთა, სადაც ქვეყნის პრემიერთან და მალტის პრემიერთან ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩეხეთი აღარ მიიღებს არცერთ დევნილს, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის მეშვეობით ევროკავშირისკენ იღებენ გეზს.

უკრაინული ტელემაუწყებლობა Hromadske-ის ცნობით, მიმდინარე წლის მაისში, ჩეხეთის შრომის და სოციალური საქმეების სამინისტრომ განაცხადა, რომ ამზადებს პროგრამას, რომელიც ქვეყანაში უკრაინელების დასაქმების პროცესს დააჩქარებს. პრაღასა და კიევს შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, ვარაუდობენ, რომ 20 ათას უკრაინელს შეეძლება ჩეხეთში მუშაობის მოპოვების უფლება ორი წლით.

კიევის სოციალური კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ 2018 წლის მაისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უახლოესი ნახევარი წლის განმავლობაში, სწავლის, ან მუშაობის მიზნით ქვეყნიდან წასვლას უკრაინელების 7% აპირებდა. ემიგრაციისთვის კი ყველაზე პოპულარული ქვეყნებია პოლონეთი, ჩეხეთი და გერმანია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად