ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ზოლთან მომხდარს გმობს

ჩეხეთის საგარეო სამქეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზთან სადემარკაციო სამუშაობის ჩატარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და აღნიშნულ ქმედებებს გმობს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

"ჩეხეთის რესპუბლიკა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მიერ ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლზე, რომელიც მას დანარჩენი საქართველოსაგან ჰყოფს, სადემარკაციო სამუშაოების ჩატარების გამო.

ხაზგასმით ვგმობთ ამ უკანონო მოქმედებებს, რომლებიც მნიშვნელოვან სირთულეებს უქმნიან გამყოფი ზოლის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას, უფრო ართულებენ კონფლიქტის მოგვარების მიზნით სამშვიდობო ძალისხმევას და ნეგატიურად მოქმედებენ მთლიანად რეგიონში უსაფრთხოების სიტუაციაზე. ჩეხეთის რესპუბლიკას მიაჩნია სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელ ნაწილად და გამოთქვამს სრულ მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ",-აღნიშნულია განცხადებაში. 

კომენტარები
იტვირთება...