ჩეხეთის პრეზიდენტი: “მაიდანი დემოკრატიული რევოლუცია არ იყო”

ჩეხეთის პრეზიდენტმა იაცენიუკს "ომის პრემიერი" უწოდა და აღნიშნა, მაიდანი არანაირი დემოკრატიული რევოლუცია არ იყო, – ამის შესახებ ზემანის განცხადების ციტირებას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

მისივე თქმით, უკრაინის პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში არსებული კრიზისის დასაძლევად, ევროპის კომისიის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.

“წლის ადამიანი შეიძლება იყოს პეტრო პოროშენკო. იაცენიუკის განცხადებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ის უფრო ომის პრემიერია, რადგან მას არ სურს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტა, რომელსაც რეკომენდაციას ევროპის კომისია უწევს, თუმცა სურს ეს პრობლემა ძალადობრივი გზით გადაწყვიტოს”,-განაცხადა ზემანმა. 

როგორც ზემანმა აღნიშნა, უკრაინაში დღეს სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. 

“ისინი ფიქრობენ, რომ იქ მოხდა ხავერდოვანი რევოლუცია, არანაირი დემოკრატიული რევოლუცია მაიდანი არ იყო. ვფიქრობ, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს”, – აღნიშნა ზემანმა. 

შეგახსენებთ, უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია მოახდინა, რის შემდეგაც არეულობები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო. სეპარატისტების ხელშეწყობის გამო, დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ, ასევე იაპონიამ, ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, საპასუხოდ, რუსეთმა აღნიშნული ქვეყნებიდან გარკვეული პროდუქციის იმპორტი აკრძალა/შეზღუდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად