ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ორშაბათს ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ვოიტეხმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. მან ასეთი განცხადება გააკეთა პრაღაში გამართულ ბრიფინგზე.

“მე გადავდექი. ვცდილობდი, რომ ჩემი საქმე მაქსიმალურად კარგად გამეკეთებინა. მანამ სანამ მე ამ თანამდებობას ვიკავებდი, ბევრი რამის გაკეთება შევძელით”, – აცხადებს იგი.

თანამდებობიდან წასვლის მიზეზების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ვოიტეხმა გადადგომის შესახებ წერილი ჩეხეთის პრემიერ მინისტრს ანდრეი ბაბისს გადასცა. თანამდებობიდან წასულ პოლიტიკოსს იმედი აქვს, რომ მისი მემკვიდრე უკეთ გაუმკლავდება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას რესპუბლიკაში.

კორონავირუსული ინფექცია ჩეხეთში 1 სექტემბრიდან დაჩქარებული ტემპით ვრცელდება. 17 სექტემბერს, პირველად ინფიცირებულთა დღიურმა ზრდამ 3 ათასს გადააჭარბა და 3 129 შეადგინა. ყველაზე რთული ეპიდემიური სიტუაცია კვლავ პრაღაშია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად