ჩეხეთი რუსეთს ათეულობით თანამშრომლის გაძევებით ემუქრება

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან კულჰანეკმა, განაცხადა, რომ თუ რუსეთი არ დაუშვებს ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომელს სამსახურში, მოსკოვში, პრაღა ქვეყნიდან გააძევებს რუსეთის საელჩოს ათეულობით თანამშრომელს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მხრივ, განაცხადა, რომ მუქარას შეიძლება დამატებითი საპასუხო ნაბიჯები მოჰყვეს.

კულჰანეკი ამბობს, რომ რუსეთის საელჩოს დაახლოებით 60 თანამშრომელი იქნება ქვეყნიდან გაძევებული, თუ რუსეთი უგულებელყოფს დათქმულ ვადას და არ დააბრუნებს ჩეხ დიპლომატებს სამსახურში. დიპლომატიური დაპირისპირება შედეგია სკანდალისა, მოსკოვის სავარაუდო როლის გარშემო 2014 წელს ჩეხეთის იარაღის საწყობში აფეთქებაში, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა და მოჰყვა დიდი მატერიალური ზარალი.

19 აპრილს 18 რუსი დიპლომატი, რომლებიც ჩეხეთმა მიიჩნია რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებად, ქვეყნიდან გააძევეს. კრემლმა საპასუხოდ მოსკოვის დატოვება მოსთხოვა 20 ჩეხ დიპლომატს.

ჩეხეთს რუსეთთან დაპრირისპირებაში სოლიდარობა გამოუცხადა ევროკავშირმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...