ჩეხეთი, ბოლო 7 დღის განმავლობაში, COVID19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოში ყველაზე სუსტი ქვეყანა გახდა
ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ჩეხეთი მსოფლიოში ყველაზე სუსტი ქვეყანა გახდა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. იტყობინება ჩეხური ახალი ამბების პორტალი novinky.cz.
თებერვლის დასაწყისიდან ჩეხეთში ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. საავადმყოფოები გადატვირთულია, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საკმარისი საწოლები არ არის. 1 მილიონ მოსახლეზე ინფიცირების 884 შემთხვევაა. შედარებისთვის: მეზობელ პოლონეთში 1 მილიონ მოსახლეზე 193 შემთხვევაა.
ჩეხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ზომების გამკაცრების შესახებ. 25 თებერვლიდან ქვეყნის მაცხოვრებლები ვალდებულნი არიან ატარონ რესპირატორები ქსოვილის ნიღბების ნაცვლად, რაც დაცვის უფრო ეფექტური საშუალებაა.