ჩეხეთი 3 დეკემბრიდან საკარანტინო ზომებს შეამსუბუქებს

3 დეკემბრიდან ჩეხეთის ხელისუფლება კორონავირუსული ინფექციის რისკის დონეს მესამემდე დაიყვანს. ქვეყანაში სულ რისკის ხუთი დონეა. ამის შესახებ Twitter-ზე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა იან ბლეტნიმ განაცხადა.

“ხუთშაბათიდან, 3 დეკემბრიდან, ჩეხეთი გადავა PES სისტემის მესამე დონეზე”, – წერს მინისტრი.

Reuters-ის ცნობით, PES-ის მესამე დონე გულისხმობს მაღაზიებისა და რესტორნების გახსნას, სადაც ვიზიტორების შეზღუდული რაოდენობაა, რაც სოციალური დისტანციის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. იგი ასევე მოიცავს კომენდანტის საათის მოხსნას და შეზღუდული სპორტული ღონისძიებების ნებართვას.

ნოემბრის დასაწყისში ჩეხეთი ლიდერი გახდა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით 100 ათას მოსახლეზე. ბოლო მონაცემებით, პანდემიის დროს ქვეყანაში 8 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღის განმავლობაში ქვეყანაში დაინფიცირდა 2,667 ადამიანი. საერთო ჯამში, ჩეხეთში პანდემიის განმავლობაში, კორონავირუსი 518 649 ადამიანში გამოვლინდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად