ჩეჩნეთში კლდიდან გადაჩეხილი იპოვეს ყოფილი მერი, რომლის სტუმარმაც კადიროვის პორტრეტი შეურაცხყო

ჩეჩნეთში გარდაიცვალა არგუნის ყოფილი მერი, იბრაგიმ ტემირბაევი. გამოცემა “კავკაზ.რეალის” თანახმად, თემირბაევის მანქანა კლდიდან გადაიჩეხა. 

მერის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ტემირბაევმა წელიწადნახევარი გაატარა კოლონიაში, სადაც იგი არაოფიციალურად დააპატიმრეს.

ევროპაში მცხოვრები ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი ვარაუდობს, რომ არგუნის ყოფილი მერი იგივე მეთოდით მოკლეს, როგორც 2016 წელს გროზნოს უნივერსიტეტის ლექტორი ხიზირ ეჟიევი. ოფიციალური ინფორმაციით, 2016 წლის იანვარში ეჟიევის გარდაცვალება მიზეზიც “კლდიდან გადაჩეხვა” გახდა, თუმცა მანამდე ისიც საიდუმლოებით მოცულ ვითარებაში გაიტაცეს.

ჩეჩნეთის მეთაურსა და არგუნის მერს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტემირბაევს ჩეჩნეთის შს მინისტრის მოადგილე აპტი ალაუდინოვი ესტუმრა და კედელზე ჩამოკიდებულ კადიროვის პორტრეტ ხუმრობით “წამოარტყა”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...