ჩეჩნეთში კადიროვის მშობლიურ სოფელს ერთხმად გადაარქვეს სახელი

ჩეჩნეთის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი რამზან კადიროვის მშობლიური სოფლისთვის სახელის გადარქმევას.

ჩეჩნეთის პრეზიდენტის ახმატ-ხაჯი კადიროვის საპატივცემულოდ სოფელს ახმატ-იურტი ეწოდა.

კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა მაგომედ დაუდოვმა აღნიშნა, რომ სოფელ ცენტაროისთვის სახელის გადარქმევას სოფლის ყველა მცხოვრებმა დაუჭირა მხარი.

რამზან კადიროვის თქმით მას არაერთხელ მიმართეს წინადადებით, გადაერქმიათ სოფლისთვის სახელი, მაგრამ ის ყოველთვის უარზე იყო.

20 მაისს პარლამენტის სპიკერმა რამზან კადიროვის მამის საპატივცემულოდ სოფელ ცენტაროისთვის სახელის გადარქმევის წინადადება დააყენა. სოფელ ცენტტეროის ყრილობამ სახელის გადარქმევას მხარი დაუჭირა

ახმატ კადიროვი 1994-1996 წლებში ჩეჩნეთის მთავარი მუფთი იყო. მას ჯიხადი ჰქონდა გამოცხადებული რუსეთისთვის, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ არაა ჯიხადის მომხრე. 1999 წელს განუდგა პრეზიდენტ ასლან მასხადოვს. 2000 წლიდან პუტინის ბრძანებით დაინიშნა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციის მეთაურად. 2003 წლის ოქტომბრიდან იყო ჩეჩნეთის პრეზიდენტი. მოკლეს 2004 წლის 9 მაისს, გროზნოში, “დინამოს” სტადიონზე, 9 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებისას მომხდარი ტერაქტის დროს, რომელზე პასუხისმგებლობაც მოგვიანებით შამილ ბასაევმა აიღო. 10 მაისს, სიკვდილის შემდეგ, პუტინმა მას რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა.

ფოტოზე: ვლადიმერ პუტინი და რამზან კადიროვი სოფელ ცენტაროიში, ახმატ კადიროვის საფლავზე, 2004 წელს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...