ჩავუშოღლუ: თურქეთი გიულენს სამართლიან და გამჭვირვალე სასამართლოს ჰპირდება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთი სასულიერო ლიდერ ფეთჰულაჰ გიულენს სამართლიან და გამჭვირვალე სასამართლოს ჰპირდება. ამის შესახებ ჩავუშოღლუმ Sputnik Türkiye-სთან ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, თურქეთის მოთხოვნა გიულენის ექსტრადიციასთან დაკავშირებით აბსოლუტურად კანონიერია.

"არავის ეპარება ეჭვი, რომ ყველა მითითებული პირი,  მათ შორის, ვინც უკვე დაკავებულია და გამოძიება მიმდინარეობს, დასჯილი უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო პროცესი ღიად და ობიექტურად წარიმართება, შესაბამისად, ჩვენი კანონების და კონსტიტუციური ნორმების ვმოქმედებთ. ნურავინ გრძნობს შიშს ", – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ოფიციალური ანკარა მიიჩნევს, რომ ამერიკაში მცხოვრები მწერალი, საზოგადო მოღვაწე  ფეთჰულაჰ გიულენი თურქეთში სამხედრო გადატრიალების მთავარი ორგანიზატორი იყო. თავად გიულენი ბრალდებას უარყოფს.

19 ივლისს თურქეთმა აშშ-ის ხელისუფლებას მისი ექსტრადიციის მოთხოვნა გაუგზავნა. 20 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების  ხელისუფლებამ თურქეთის ხელისუფლების მიერ მისი ექსტრადიციის გაგზავნის შესახებ მოთხოვნა უარყო.

მიმდინარე წლის 16 ივლისს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა წარუმატებლად განხორციელდა. ამბოხებულებმა სტამბოლსა და ანკარაში რამდენიმე სამთავრობო შენობის დაკავება შეძლეს.  ამბოხებულებს ასევე ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაკავება სურდათ, რომელიც სასტუმრო „მარმარისში“ იმყოფებოდა, თუმცა მან გადატრიალების მცდელობამდე ტერიტორია 15 წუთით ადრე დატოვა. მომხდარის შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა სამი თვით გახანგრძლივდა და დაკავებების მასშტაბური სერია დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...