ჩავუშოღლუ: თუ აშშ S-400-ის სისტემის შეძენის გამო სანქციებს დაგვიწესებს, ჩვენც ასევე ვუპასუხებთ

თუ ვაშინგტონი S-400-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემის შეძენის გამო, თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, ანკარა საპასუხო ზომებს მიიღებს. ამის შესახებ TGRT Haber- სთან ინტერვიუში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს. მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თემა დიპლომატიური არხების საშუალებითაც განიხილება.

“მაგრამ, თუ შეერთებული შტატები სანქციებს დააწესებს, ჩვენ ვუპასუხებთ. ამის განხორციელება არ გვსურს, მაგრამ თუ აშშ ჩვენ მიმართ მტრულ დამოკიდებულებას გამოავლენს, საპასუხო ნაბიჯს გადავდგამთ “, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
რუსული S-400-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების თურქეთისთვის მიწოდება 2019 წლის 12 ივლისს დაიწყო. ის ნატო-ს წევრი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც რუსეთისგან ამ კლასის სისტემები მიიღო.

შეერთებული შტატები მოსკოვისგან იარაღის შეძენას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ვაშინგტონი ანკარას ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, სანქციებით არაერთხელ დაემუქრა. კერძოდ, ვაშინგტონმა უკვე გააუქმა F-35 ტიპის გამანადგურებლების წარმოება თურქეთთან ერთად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...