ჩაუშესკუს თვითმფრინავი აუქციონზე 120000 ევროდ, ირანის შაჰის მიერ ნაჩუქარი ავტომობილი კი 95000 ევროდ გაიყიდა

ინტერნეტ-აუქციონზე რუმინელი დიქტატორის, ნიკოლაე ჩაუშესკუს თვითმფრინავი და ავტომობილი გაიყიდა

ინტერნეტ-აუქციონზე გასაყიდად გატანილ რომინელი დიქტატორის, ნიკოლაიე ჩაუშესკუს კუთვნილ თვითმფრინავში ანონიმმა კოლექსიონერმა 120 000 ევრო გადაიხადა.
 
აუქციონზე გატანილი თვითმფრინავის სასტარტო ფასი 25000 ევრო იყო, ვაჭრობაში 150 კაცი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ Rombac Super One-Eleven 1986 წელსაა შექმნილი, პირველია იმ თვითმფრინავებს შორის, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (საბჭოთა კავშირის გამოკლებით) შეიქმნა.




თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი Rombac Super One-Eleven რუმინელთა სიამაყის საგანი იყო და ამჟამად იგი ეროვნულ ფასეულობად მიიჩნევა. მის მფლობელს არ აქვს უფლება თვიმფრინავი დაშალოს, გადააკეთოს და რაც მთავარია, თვითმფრინავი ქეყნის გარეთ გაიყვანოს.
 
სულ, რუმინეთმა, 1986-1989 წლებში, ჩაუშესკუს ჩამოგდებამდე და დახვრეტამდე, 9 ასეთი თვითმფრინავი გამოუშვა.





აუქციონზე გაიყიდა აგრეთვე ირანის შაჰის მიერ ნიკოლაე ჩაუშესკუსთვის 1974 წელს ნაჩუქარი მდიდრული Paykan Hillman Hunter, ავტომობილის საწყისი ფასი 4000 ევრო იყო, საბოლოოდ კი 95000 ევრო დაფიქსირდა.

კომენტარები
იტვირთება...