ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავებას Twitter-ზე ეხმაურება და რუსეთის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
“მოსკოვში დაბრუნებული ალექსეი ნავალნის დაკავება მიუღებელია. მე მოვუწოდებ რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ იგი”, – წერს ჩარლზ მიშელი.
17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში ჩასული რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს.ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნდა და “შერემეტევოს” აეროპორტში დააკავეს