Charlie Hebdo-ს ბოლო ნომრის ტირაჟმა 7 მილიონს გადააჭარბა

ფრანგული რადიოსადგური RFL-ი იტყობინება, რომ ჟურმალის ტირაჟმა უკვე 7 მილიონს გადააჭარბა. 

მანამდე თავად ჟურნალის რედაქციამ მკითხველის ინტერესი გაითვალისწინა და ტირაჟი 5 მილიონამდე გაზარდა. ოთხშაბათს და ხუთშაბათს დამატებითი ტირაჟი, 2 მილიონი ჟურნალი, მთლიანად გაიყიდა. თავდაპირველი ტირაჟი, 3 მილიონი ეგზემპლიარი, საფრანგეთში, გერმანიასა და ბრიტანეთში 1 საათში გაქრა დახლებიდან. 

რადიოსადგური, გამომცემლების წყაროზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ბოლო ნომრის ბეჭდვა კვლავ იგეგმება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად