ჩარკვიანი: შერყევა მივიღეთ, ასეთი აწუმპებული არასოდეს ყოფილა საქართველო

ამის შესახებ, პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა “კავკასიის” ეთერში საპატრიარქოს ირგვლის განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

“ძალიან არასიმპათიურად ვარ განწყობილი ამ მობირჟავე იაკობის მიმართ, ვერაფრით ვერ გამოვდგები იაკობის და მისნაირების დამცველად. მაგრამ, ჩვენ გამოვირჩეოდით კეთილგონიერებით, ჩვენი მეფეები გამოირჩეოდნენ, ჩვენ მივიღეთ შერყევა ერთი მთლიანი.

ყველაფერი შეგიძლია, პრეტენზიები საპატრიარქოზე რომ იქ გაიწმინდოს გაყვინიზებული და გაზულუქებული სასულიერო პირებისგან, ყველაფერზე შეგიძლია ისაუბრო. ცილისწამება და ღვარცოფი არის უკულუტორობა, რაზეც აღშფოთებული ვარ”,-ამბობს თაკო ჩარკვიანი.

თაკო ჩარკვიანმა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავამჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა:

“ბიძინა ივანიშვილს ვერაფერს ვურჩევ, წავიდით დანებეთ თავი ამ ქვეყანას, ძლიან ცუდად დაგიმთავრდებათ, როგორც ცუდ ოლიგარქებს, ცუდად გადაეკიდეთ ჩვენს ქვეყანას”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად