ჩარკვიანი: საქმეში ჩაერთო ბოკერია და ოპოზიციის ფორმატი მიშას და “ძალა ერთობაშია”-ს ჯინაზე გაკეთდა

გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” ერთ-ერთი ლიდერ და პოლიტიკური პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ გამოჩნდა, გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატი არა პროპორციული არჩევნების გამო შეიქმნა, არამედ მიხეილ სააკაშვილისა და “ძალა ერთობაშია”-ს ჯინაზე.

როგორც თაკო ჩარკვიანმა “აიპრესს” განუცხადა, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია მაჟორიტარ კანდიდატებად რუსული ვექტორის წარმომადგენლების დასახელება და მას სურს, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შანსი ამ ბრძოლაში.

“ბოკერია ჩაერთო საქმეში მიშას ჯინაზე და გაერთიანებული ოპოზიციის მოლაპარაკებების მაგიდა იმიტომ კი არ შეიქმნა, რომ საქმის გაკეთება უნდოდა პროპორციულთან დაკავშირებით, არამედ მიშა სააკაშვილის ჯინაზე და გაერთიანებული ოპოზიციის – ძალა ერთობაშია” ჯინაზე გაკეთდა. ჯინაზე წარმართული საქმეები ყოველთვის საქართველოს წინააღმდეგ ბრუნდება ხოლმე.

ვინც გავაკეთეთ და საქმე მაღალ დონემდე მივიყვანეთ, ეს იყო “ძალა ერთობაშია”. ჩვენ შედეგი დავდეთ და ეს შედეგი იყო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. ამიტომ დაგვიჯერონ და კანდიდატებად დაასახელონ ახალგაზრდები. რას ჰქვია მაჟორიტარებად ახალგაზრდებს არ დაასახელებენ?! ვინ არიან ეგენი?! 30 წელია ესენი არიან პოლიტიკაში და კიდევ ნათაღლითარი პოლიტიკოსები უნდა საქართველოს?! ამას არ დავუშვებთ, ეს გამორიცხული თემაა. მიხარია, რომ იგივე აზრი აქვთ “ნაციონალურ მოძრაობაშიც”, სხვა პარტიებშიც, იგივე ალეკო ელისაშვილის მაგალითი მოიყვანეთ, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა აჟორიტარების პროცესზე”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად