თაკო ჩარკვიანი: რამდენი დღე და საათია, რაც „ნაც მოძრაობის“ წევრი არ არის ეს ბილწსიტყვაობით „გამორჩეული დიპლომატი“

რამდენი დღე და საათია, რაც „ნაც მოძრაობის“ წევრი არ არის ეს ბილწსიტყვაობით „გამორჩეული დიპლომატი“.

ასე მიმართა პარტია “კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს, სალომე სამადაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” მხარდამჭერებს ძალიან სწრაფად კარგავენ.

შეგახსენებთ, სალომე სამადაშვილმა, მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს და პარლამენტში შევიდა, ის გაემიჯნა “ნაციონალურ მოძრაობას”.

ოფიციალურ განცხადებას პარტიიდან წასვლის თაობაზე კი, მისივე თქმით, მას შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...