ჩარკვიანი სააკაშვილს: გარისკე პრეზიდენტო, ჩამოდი და ერთად უნდა გამოვცვალოთ ეს ხელისუფლება!

ასე მიმართავს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი თაკო ჩარკვიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.

“მიმართვა მიხეილ სააკაშვილს! პირველად ვწერ ასე, ვამბობდი , რომ არ ჩამოვიდეს ,რადგან ეს გარეწარი ხელისუფლება დაიჭერს , ამ სამართლებრივ სისტემაში, სადაც პროკურორიც ივანიშვილია და მოსამართლეც, სადაც თურმე, როგორც “ პატრიოტთა ალიანსის “წევრმა ლომიამ ღია ეთერში აღიარა, რომ “ციხის კადრები ჩვენ გავაკეთეთ, აბა ისე ივანიშვილი ვერ მოვიდოდაო”) დაიჭერს სააკაშვილს და მეტი არაფერი არ იქნება სააკაშვილის ჩამოსვლა თქო! ახლა მოგმართავთ მეგობარო! ჩამოდი! ერთად უნდა გამოვცვალოთ ეს ხელისუფლება, მზად ვარ თუ დაჭერააა ( ჩემს სიცოცხლეში არაფერი დამიშავებია საქართველოს სიყვარულის, პარტიაშიც არ ვყოფილვარ არასდროს გარდა) მეც დამიჭიროს, რადგან ამ “ ფეოდალის მიერ გადაბარებულ ქვეყანაში) სიცოცხლეც არ ღირს!

კოალიცია გაკეთდეს და მემორანდუმი და ეს იქნება გარანტი იმისა , რომ მხოლოდ ქვეყნის წინსვლა და აღმშენებლობა დარჩება ( რაც უდავოდ იყო)იმ 9 წლიანი მოღვაწეობიდან, და ის “ მოგონილ- გაზვიადებული შიშიც “გაქრება, რასაც ასე იყენებს ოლიგარქი ივანიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, და “ იმ 9 წლით აშინებს”, გაერთიანებული ოპოზიციით შევაჩეროთ “ქვეყნის განადგურება და უზურპაცია”, შევაჩეროთ უზურპატორი “ კანონით და სამართლით”- ძალა ერთობაშია- კოალიციაში- ქუჩაში! ქუჩაში! ქუჩაში! ჩქარა!!!!!!!!მხოლოდ კოალიცია- მემორანდუმით! ეს არის გზა გადარჩენისა! !!!!! გარისკე მეგობარო! გარისკეთ პრეზიდენტო!!” – წერს თაკო ჩარკვიანი Facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად