ჩარკვიანი: სააკაშვილის გამოსვლას 20 ივნისის ე. წ. “აღიარებით ჩვენებად” ვერ “მონათლავენ”

სააკაშვილის გამოსვლას 20 ივნისის ე. წ. “აღიარებით ჩვენებად” ვერ “მონათლავენ”, – ამის შესახებ “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, არც სააკაშვილი და არც ერთი სხვა ადამიანი არ კარნახობს ხალხს, როგორ დაიცვას დამოუკიდებელი სახელმწიფო კოლაბორაციონისტი ხელისუფლებისგან. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას კვალავაც ჯანყი მოჰყვება.

“ვერანაირად ვერ “ მონათლავენ” სააკაშვილის გუშინდელ გამოსვლას ე.წ. როგორც ვოლსკიმ თქვა “აღიარებით ჩვენებად” 20 ივნისის მოვლენებისა, რადგან ყველამ უნდა იცოდეს ხელუსუფლებაში და კარგად უნდა დაიმახსოვრონ, რომ მსგავსი ქმედება – გავრილივის საკანონმდებლო ორგანოში, შემოყვანის სახით ან კიდევ ამგვარი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები ხელისულების მხრიდან, აღქმულია, ხალხის მიერ, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობაზე დარტყმა და ღირსების შელახვა და არაფერ შუაში აქ არც ერთი პიროვნება არ არის. არც სააკაშვილი კარნახობს ხალხს, როგორ დაიცვან დამოუკიდებელი სახელმწიფო, კოლაბორაციონალისტი ხელისუფლებისგან, რომელმაც გაბედა და ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა, ოკუპანტის საკანონმდებლო ორგანოში შემოყვანით, მომავალშიც იცოდეთ ხელისუფლებაში!!! და კარგად დაიმახსოვრეთ, რომ მსგავს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას, კვლავ ჯანყი მოჰყვება. ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა! ბავშვობაში მასწავლეს ჯერ კიდევ 1972 წელს, რომ: “ ტყვია მიზანში მოსახვედრია, თავისუფლება ისე არ მოდის , თავისუფლება ლომთა ხვედრია”- და ეს მიშამ არ მიკარნახა ,მამაჩემმა მასწავლა!✌️❤️

p.s ხელისუფლებავ, თქვენ გირჩევთ სააკაშვილის კი არა, არამედ მოქმედი პ—— რეზიდენტი ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებს მიხედოთ, საქართველოს გასანადგურებლად, რომ დასვით! რაც შეეხება ქვეყნის სიყვარულის “ კარნახი” , არ შეიძლება ,სახელმწიფოებრიობას დაცვა, რომ უნდა ამას ვერავინ გიკარნახებს, ეს თქვენ ხართ ხელისუფლებაში მიჩვეულნი “ მილიარდელ სუფლიორს”, რომელიც ყველაფერს გკარნახობთ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის პატივისცემის გარდა!” – წერს თაკო ჩარკვიანი. 

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარ აქცენტებში” განაცხადა “2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილის წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა”.სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც “აიპრესს” განუცხადა, რომ სააკაშვილის განცხადებას, 20 ივნისს “ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე” შსს შეისწავლის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად