ჩარკვიანი: ოპოზიციის მოლპარაკების მაგიდასთან, ივანიშვილის მსგავსად ერთ-ერთი ტროლთა ქარხნის დამფინანსებელია

ოპოზიციის მოლპარაკების მაგიდასთან, ივანიშვილის მსგავსად ერთ-ერთი ტროლთა ქარხნის დამფინანსებელია, – ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა “აიპრესს” განუცხადა.

“ივანიშვილს რისთვის ვებრძვი? ვეუბნები, რომ ქვეყანა რუსული ვექტორისკენ მიგყავს-მეთქი. გინდა ისევ საბჭოური სისტემა-მეთქი და ვეუბნები რომ კორუფციაში იხრჩობა ეს ქვეყანა! იმ შეხვედრაზე რამდენიმე ადამიანია ასეთი და რაზე უნდა ველაპარაკო მათ?! იგივე ტროლთა ქარხნის დაფინანსებაზე რომ ვუყენებ პრეტენზიას ივანიშვილს, ასეთივე ტროლთა ქარხნის დამფინანსებლები არიან რუსეთის ვექტორის ლიდერები. ასეთი ნარატივის საიტებს და გაზეთებს აფინანსებენ და ერთ-ერთი მაგიდასთან ზის. იმასთან რა პოლიტიკურ თემებზე უნდა ვილაპარაკო?!

პროპორციულთან დაკავშირებით კი ბატონო, დავჯექი და კიდევ დავილაპარაკებ. მხოლოდ ამ საკითხზე”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

პოლიტიკოსს ოპოზიციის იმ ლიდერების განცხადებებზე დავუსვით კითხვები, რომელთაც თქვეს, რომ თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის გაფართოებულ ფორმატში ისევ მონაწილეობს. მასალის სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად