ჩარკვიანი ოპოზიციაზე: ეს გაუბედეს გავრილოვის ღამე გადატანილ საზოგადოებას და მაჟორიტარებად რუსული ვექტორიც წარადგინეს

ეს გაუბედეს გავრილოვის ღამე გადატანილ საზოგადოებას და მაჟორიტარებად რუსული ვექტორიც წარადგინეს, – ამის შესახებ “კანონი და სამართალის” დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში გაერთიანებული ოპოზიციის სრულ ფორმატთან დაკავშირებით განაცხადა.

“ღირებულების და იდეის გარეშე არანაირი გაერთიანების არ მჯერა. რა ვქნა, ასე ვარ. ასე აგიხდათ სიკეთე თქვენც და საქართველოს მოსახლეობასაც, რომ მართალი აღმოვჩნდი და არავითარი პროპორციული შედეგი არ დაიდო, ხელისუფლება არაფერზე არ მოდის. დაიწყო საუბარი მაჟორიტარების წარდგენაზე და ყველაზე უფრო მძიმე და რთული ის არის, რომ წარადგინეს რუსული ვექტორის წარმომადგენლები. ამას ხომ უნდა გაბედვა?! გაუბედეს ქართულ საზოგადოებას, რომელმაც გავრილოვის ღამე გადაიტანა”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად