ჩარკვიანი: “ნაცმოძრაობის” შეცდომები რომ არ განმეორდეს, ამის გარანტია ის მემორანდუმია, რომელსაც მალე გავაკეთებთ

“ნაცმოძრაობის” შეცდომები რომ არ განმეორდეს, ამის გარანტია ის მემორანდუმია, რომელსაც მალე გავაკეთებთ, ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს დღეს გვიან ღამით შევთავაზებთ.

_ იმ ვითარებაში, როდესაც საუბრობთ, რომ როგორი სისასტიკე იყო წინა ხელისუფლების დროს და ამ დროს კოალიციას ამ პარტიასთან ქმნით, რა გაძლევთ იმის გარანტიას, რომ ასეთი რაღაც აღარ გამეორდება სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში?

_ ძალიან კარგი კითხვაა. ეგ კითხვა მე დასმული მაქვს გაერთიანებული ოპოზიციის სხდომაზე.

_ სააკაშვილთანაც გილაპარაკიათ ამ თემაზე?

_ ყველას ყველასთან გვილაპარაკია.

გარანტია არის გაერთიანებული ოპოზიცია და პარტია „კანონი და სამართალი“. გაერთიანებულ ოპოზიციაში ვთქვით ასეთი რაღაც და თავად გრიგოლ ვაშაძესაც აქვს ამაზე დასმული კითხვა, როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ წინა ხელისუფლების დროს საუკეთესო რაც იყო ის დავტოვოთ და ის ყველაფერი უბედურება რაც იყო, ის არ შემოყვეს. ამიტომ, „ნაცმოძრაობა“ პარიტეტის წესით უნდა დავტოვოთ ერთ-ერთ პარტიად 12 პარტიას შორის და არა მეტში. ზუსტად ასეთი როლი ჰქონდეს კოალიციაში და გავაკეთოთ მემორანდუმი. ეს მემორანდუმი იქნება იმის გარანტი, არ კი არა ვერ მოხდეს ეს და ყველა ერთნაირად კანონმორჩილი აღმოჩნდეს იმ მემორანდუმისა. წინააღმდეგ შემთხვევაში არანაირ პოლიტიკურ ველზე არ შევალ. ერთმა ადამიანმაც რომ მითხრას ქუჩაში, რომ თქვენ დანაპირები ვერ ან არ შეასრულეთო, შეიძლება გული გამისკდეს.

ამიტომ ვისაუბრეთ ამ თემაზე, რომელსაც გრიგოლ ვაშაძე და ნიკა მელიაც ესწრებოდნენ. ამიტომ აუცილებელია, რომ ასეთი მემორანდუმი გავაფორმოთ. სხვათა შორის ვაშაძე თავად არის ბუნებით დემოკრატი.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად