ჩარკვიანი: “ნაცმოძრაობის” დროს უსასტიკესი დანაშაულები იყო, მაგრამ ინსტიტუციების აღმშენებლობის პარალელურად ხდებოდა

ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა გადაცემა “ვახო სანაიას “ხალხის პოლიტიკა”-ში განაცხადა.

“ოცნება” არჩევნებს ვერ მოიგებს, რადგან მათ წაგებული აქვთ არჩევნები. არსებობს “ეუთოს” საშინელი დასკვნა…

მე ჩემი ინფორმაციებიც მაქვს და მგონია რომ ივანიშვილი მისულია იმ მდგომარეობამდე, ის წამოვა პროპორციულ არჩევნებზე და საერთოდაც, მგონია რომ ვადამდელ არჩევნებზეც უნდა წამოვიდეს.

უსასტიკესი დანაშაულებრივი ქმედებები იყო ყოფილი ხელისუფლების დროს. მაგრამ, ეს ხდებოდა ინსტიტუციების აღმშენებლობის პარალელურად.  ახლა ინსტიტუციების ნგრევის პარალელურად მიდის სასტიკი დანაშაულებივი ქმედებები. ამას ხალხი აანალიზებს. ჩვენ ახლა შემოვეშველეთ ამ ადამიანებს ამ პარტიით და ვთავაზობთ, გაერთიანებულ ოპოზიციას.

ვგრძნობ რომ “კანონი და სამართალი” საზოგადოებაში დიდი ნდობით შემოვიდა. რა უნდა მოხდეს ამ ქვეყნად, რა უნდა მიღირდეს, რაც მე ამ 6 თვის განმავლობაში გადავიტანე, მხოლოდ იმიტომ რომ საქართველოს წისქვილზე დამესხა წყალი. რა უნდა მოხდეს ჩემ ცხოვრებაში, ის ნდობა რომელიც ჩვენ გვაქვს გავამტყუნოთ”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...