ჩარკვიანი: მიკვირს, სააკაშვილმა ამდენი მოღალატის ფონზე, შენება რომ მოახერხა სახელმწიფოსი

„ამდენი მოღალატის და რუსეთის უშიშროების მომუშავის ფონზე, მე ის მიკვირს შენება როგორ მოახერხა სახელმწიფოსი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა“, – ამის შესახებ პარტია „კანონიო და სამართალის” დამფუძნებელი და ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

“ახალი ხელისუფლება და თან სახელმწიფო ინსტიტუციების( უდავოა )მშენებლობა მიმდინარეობდა და რა ჩაბნელებული და დანგრეული ქვეყანა ჩაიბარა სააკაშვილმა ვფიქრობ ყველას კარგად გვახსოვს, თან ჩემი მეუღლისთვის ყველამ იცის , ვინც მას დიდი ხანია იცნობს, რომ მისთვის საქართველის დამოუკიდებლობა და დასავლეთის ვექტორი უმნიშვნელოვანესია , იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ყველაფერს დათმობს ამ ქვეყნად იმ თავის შრომით ნაშოვნ ბიზნესს, ყველაფერს – სიცოცხლეს ამ ღირებულებების გამო, მაგიტომაც ვიდექით მთელი ოჯახი, მე ჯანსუღი, ჩემი მეუღლე, 2008 წელს ჯაჭვში, როცა რუსი ოკუპანტი მოგვადგა, გგონიათ არაფერი სწყენია იმ 9 წლის მანძილზე ჩვენ ოჯახს, ყოფილი ხელისუფლების დროს???როგორ არა, ან ყველაფერი მოსაწონი იყო განა ???? არა რა თქმა უნდა , მაგრამ სახელმწიფო ვიყავით, ღირებულებებით, შენებით, სახელმწიფოებრივი მიზნით, ამან გადაწონა დიახ სახელმწიფოებრიობა გვქონდა მიზანი და პერსპექტივა, თორემ ახალგაზრდა მთავრობას რომ შეცდომები ჰქონოდა არც მიკვირს , ამდენი „მოღალატის და რუსეთის უშიშროებაზე” მომუშავის ფონზე, მე ის მიკვირს შენება რომ მოახერხა სახელმწიფოსი სააკაშვილმა. მოკლედ რატომ მოვყევი ეს ყველაფერი:::::::: თქვე ძალიან მხდალებო, ვისაც გეკუთვნით იცით ხელისუფლებაში) ვინც შეგიშინებიათ ის შეაშინეთ !!!!!!! სადარბაზოებშიც მათ დახვდით  „ნაიომნიკებით”, ფრთხილად იყავით საკუთარი ქვეყნის „ბარიერს” ფეხი არ წამოკრათ და როგორც მოღალატეებმა ისე არ დაასრულოთ ბითური სიცოცხე, თორემ ჩვენ რააააააა ან ჩემს მეუღლეს …თეთნულდის ძირში ასწავლეს, საკარმიდამოს დაცვა!✌️❤️” – წერს თაკო ჩარკვიანი.

“კანონიო და სამართალის” დამფუძნებელის მიერ დაწერილი სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ: თაკო ჩარკვიანი: თქვე ძალიან მხდალებო, ვინც შეგიშინებიათ ის შეაშინეთ! სადარბაზოებშიც მათ დახვდით “ნაიომნიკებით”!

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად