ჩარკვიანი: კონსტიტუცია თავზე დაგვახიეს, საძაგელი გამოწვევაა ხელისუფლებისგან!

ბიძინა ივანიშვილის ხელში ყველა ერთნაირად მარიონეტია.”,-ასე აფასებს ჟურნალისტებთან “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენას.

“გამოწვავაა, საძაგელი გამოწვევაა ხელისუფლებისგან, უკადრებელი საქციელია. უხერხული ხალხთან, რომლებიც გამოვიდნენ და გააპროტესტეს გავრილოვის ჩაჯდომა სავარძელში. უხერხულია იმ ახალაგაზრდებთან, ვინც ამდენი ხანი იდგა და აპროტესტებდა შს მინისტრად გიორგი გახარიას ყოფნას.

იმიტომ კი არა რომ ჩვენ გვგონია გახარიას მაგივრად შმახარია რომ მოვიდეს იგივე არ იქნება. ბიძინა ივანიშვილის ხელში ყველა ერთნაირად მარიონეტია. გახარიას გვარს და სახელს კიდევ სხვა შინაარსობრივი დატვირთვა აქვს. ეს არის გამოწვევა.
მისი სახელი და გვარი პირდაპირი მნიშნველობით ახალგაზრდების თვალების დათხრასთან არის კავშირში.”,-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, საქართველო პუტინის გზით, უფსკრულისკენ მიდის.

“ჩვენ იმას შევეგუოთ, ოლიგარქი რომ მოაჯდა და პუტინის გზით მიდის საქართველო?! უფსკურლისკენ მიდის. არანაირი სახელმწიფო ინსტიტუციები აღარ არსებობს, კონსტიტუცია თავზე დაგვახიეს, ასეთ გაჭირვებას ხალხი ვეღარ აიტანს, წარმოუდგენელი გაჭირვებაა”,-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად