ჩარკვიანი კობახიძეს: თმების შეკვრასაც გირჩევდით, გამწარებულმა და მოტყუებულმა ხალხმა ხელი არ წაგატანოთ!

ერთად გავიდეთ ხალხის სიყვარულსა მოტყუებული ხალხის რისხვას განახებთ, – ასე მიმართავს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერს ირაკლი კობახიძეს.

“კობახიძემ, რომლის სკამშიც, რუსეთში მოქმედი, კომუნისტური პარტიის წევრი გავრილოვი იჯდა და თან გავრილოვის ჩამოსვლას “აპრავებდა”, ერთად გავიდეთ ხალხშიო, ნაციონალებს და ევროპელებს მიმართავს – მე ვეუბნები ამ კობახიძეს, “პინგ-პონგი”,რომ წამოიწყო, – მას ვეტყვი, რომ ჩემთან ერთად, თამარ ჩარკვიანთან ერთად გავიდეთ ხალხში (მე, რომელიც ოპოზიციაში ვიყავი, იმ 9 წლის მანძილზე) და დაგანახებ რა არის ხალხის სიყვარული და რა არის, თქვენგან მოტყუებული ხალხის რისხვა, ახლად შექმნილი პარტია “ კანონი და სამართალის” წევრები ვიქნებით და თქვენ (თქვენგან ვინც გნებავთ ის, თქვენ ვოლსკი , მდინარაძე….ვინც გნებავთ თქვენი საქმეა) და გაჩვენებთ რა არის ხალხის სიყვარული და რა არის ხალხის რისხვა!!!

და ბოლოს : თმების შეკვრასაც გირჩევდით( გულწრფელად) რადგან ვინმე გამწარებულმა, მოტყუებულმა ხელისუფლებისგან მიტოვებულმა, გაღარიბებულმა (სოიციალურ-მოხსნილმა) ხელი არ წაგატანოთ, რა იცით რა ხდება, არ დაგავიწყდეთ, რომ ხალხს თვალები დათხარეთ, იმ ხალხს, რომელიც სახელმწიფოებრიობას იცავდა!

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად