ჩარკვიანი: კიდევ კარგად ყოფილა სააკაშვილი-ერთ მხარეს ეჯდა ქალი-პუტინი კაბაში, მეორე მხარეს – ბოკერია

ბოკერია-ბურჯანაძე დემოკრატიის მანტიით არ მოხსენდება, სააკაშვილი ამათ ხელში კიდევ კარგად ყოფილა, – ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:

“რა მაინტერესებს იცით?! ობიექტურობა მოითხოვს ვიკითხო??? ე.ი. მხოლოდ მიშა სააკაშვილის ბრალია ყველაფერი ცუდი, ამ ქვეყანაში, რაც ხდებოდა, ხოლო აღმშენებლობა, სახელმწიფო ისტიტუციების შექმნა-შენება, სხვათა?! მიშა ყოფილა ცუდი, ხოლო “ესენი“ კარგები, მე მაშინდელ ოპოზიციონერს, რაღაც არ მახსენდება ბოკერია-ბურჯანაძე დემოკრატიის მანტიით, პირიქით კი მახსენდება.

ყველას გვახსოვს ამ ოკუპანტის “პოლიტიკანკას“ სამარცხვინო შავრაზმული განცხადება 7 ნოებრის დარბევის გამო 9 ნოემბერს!!! ამ გადასახედიდან იცით, როგორ ჩანს? გეტყვით როგორ, აი ასე :კიდევ კარგად ყოფილა ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ამათ ხელში, ერთ მხარეს, ორჯერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი-პარლამენტის თავმჯდომარე ქალი-პუტინი კაბაში რომ ეჯდა, ხოლო მეორე მხარეს უშიშროების საბჭოს მდივნად ბოკერია. აი მართლა ყოჩაღ, რომ ამდენი რამ მოახერხა, რეფორმები და შენება მოახერხა სახელმწიფოსთვის სააკაშვილმა!!!

შეცდომები და დანაშაულებები??? იქნებოდა აბა რა, თქვენ თავად დაფიქრდით ოპონენტებო და არაოპონენტებო “ესენი” ახლა რას “ჩალიჩობენ” და მაშინ ალბათ რას შვებოდნენ წარმომიდგენია?! სრულიად ლეგიტიმური კითხვაა ამ გადასახედიდან?? ამიტომ სირცხვილია, სააკაშვილი (რომელსაც ვერაფერი ვერ დაუმტკიცეს სამართლებრივად) დევნილი იყოს!!! უნდა დასრულდეს ორმაგი სტანდარტი ამ ქვეყანაში!!! დავასრულებთ კიდეც “კანონი და სამართლით” – წერს თაკო ჩარკვიანი Facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად