ჩარკვიანი: ხელისუფლება, მანიაკები ხართ? უცხოეთში უპატრონოდ დარჩენილ ჩვენს მოქალაქეებს მიხედეთ!!!

ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი და გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” წარმომადგენელი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:

“ჰეი ხელისუფლებავ!!!! მიხედეთ ჩვენს თანამემამულეებს, უპატრონოდ დარჩენილებს უცხოეთში!!! სასწრაფოდ მიხედეთ და ნუ გვეპასუხებით დემაგოგიურად – პასუხი და ქმედება ერთადერთია – შემოიყვანეთ კარანტინის სრული დაცვით ეს ხალხი! მანიაკები ხართ? თუ “პირბადეებით აქცია“ მოგენატრათ!!!! დრო ჩართულია…

სასწრაფოდ მიიღეთ ზომები – შეასრულეთ თქვენი ვალდებულება მთავრობავ!! ვალდებულება! ვალდებულება! არაფერი სხვა და არ დაიჯეროთ, რომ რაიმე დახმარებას აკეთებთ -კეთილი ნებით!!!! არა და არა! ეს თქვენი ვალდებულებაა, რადგან წლებია გაძარცვულია ხალხის ბიუჯეტი და ახლა იმ, თქვენს მიერ “გადმოგდებული” უმცირესი დახმარებით- მოპარულის – გაძარცვულის მემილიონედს აბრუნებთ! მ ე მ ი ლი ო ნ ე დ ს!!!” – წერს თაკო ჩარკვიანი Facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად