ჩარკვიანი ხაზარაძეზე: წლებია “ზოგიერთი” ხალხს ატყავებს და მერე ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს 

წლებია “ზოგიერთი” ხალხს ატყავებს და მერე ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს იგივე ხალხს, – ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს: 

“ახლა ვუყურებ ეკრანს – “მამუკა ხაზარაძე, მთავარი ოპონენტი ხელისუფლებისა” (თურმე) კორონაც გადაივლის და ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ მართლა გულწრფელად მეცოდება ეს ქვეყანა – ამ 30 წლიანი “მთავარი ოპონენტების“ ხელში! – უნდა “გავაზაფხულოთ” ხალხმა, მოქალაქეებმა, ახალგაზრდებმა უნდა გააზაფხულოთ თორემ“ პოლიტკორონობა” დაძირავს ამ ქვეყანას! წლებია “ზოგიერთი“ ხალხს ატყავებს და მერე ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს იგივე ხალხს-საოცარია” – წერს თაკო ჩარკვიანი Facebook-ში. 

შეგახსენებთ, მოძრაობა “ლელო” ხელისუფლებას მიმართავს, რომ სახელმწიფომ შექმნას 3 მილიარდიანი ფონდი, რომელიც დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს.  იდეა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გაახმოვანა, რომელიც ასევე ამბობს, რომ უნდა მოხდეს ბიუჯეტიდან 1 მილიარდი ლარის გამოთავისუფლება და ეს ფული უნდა მოხმარდეს იმ ადამიანებს, ვისაც უშუალოდ შეეხო კორონაკრიზისის შედეგად გამოწვეული კრიზისი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად