ჩარკვიანი: ხაზარაძეს შოთაძით თუ აშინებდნენ, პუტინმა ერთი რომ დაუბღვიროს, ქვეყანას პირდაპირ გადააბარებს

“შოთაძის თუ აშინებდნენ მამუკა ხაზარაძეს, პუტინმა რომ დაუბღვიროს ერთი, პირდაპირ გადააბარებს ქვეყანას”,-ამის შესახებ, “კანონი და სამართალის” დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა “კავკასიის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

“შოთაძის თუ აშინებდნენ მამუკა ხაზარაძეს, პუტინმა რომ დაუბღვიროს ერთი, პირდაპირ გადააბარებს ქვეყანას, გაოცებული ვიყავი. ადამიანი, რომელსაც ახალზე და ლიდერობაზე აქვს პრეტენზია. წარმოუდგენელი რამ თქვა.

მინდა მივმართო, ბატონო მამუკა, თქვენ აგვარჩევინეთ (მე, რა თქმა უნდა, არა) გამოხვედით და ადამიანებს მოუწოდეთ რუსეთის მომხრე პრეზიდენტი აერჩიათ, სულ ახლახანს, მანამდე თურმე, შოთაძის, პროკურორის დანაშულებრივი ქმედედბა დამალეთ. როგორ კადრებთ საზოგადოებას რომ იფიქროთ რამეზე?! იმ საზოგადოებას, რომელსაც 17 და 20%-ს ახდევინებდით წლების მანძლზე”,-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა

ცნობისთვის, მამუკა ხახარაძემ “რეაქციისთვის” მიცემულ ინტერვიუში იმ შეხვედრის დეტალები გაიხსენა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახლში მისი და ვანო ჩხარტიშვილის მონაწილეობით შედგა. ბიზნესმენმა ის დეტალებიც მოყვა, როგორ გამოატანინეს მას საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად