ჩარკვიანი: ხალხი და საქართველო დამარცხებულია, ოლიგარქი მოაჯდა და ქვეყნის გადაბარება მიმდინარეობს

“დამარცხებულია ხალხი და საქართველო.”ამის შესახებ “კანონი და სამართალის” დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა გადაცემა “360 გრადუსში” საუბრისას განაცხადა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ოლიგარქი ქვეყანას მოაჯდა და გადაბარების პროცესი მიმდინარეობს.

“დამარცხებულია ხალხი და საქართველო. ოლიგარქი მოაჯდა და ქვეყნის გადაბარება მიმდინარეობს. მე ამაზე მაქვს საუბარი, თორემ, ვინ სად დაუსტვენს გათითოკაცებულად, როგორც ილია იტყოდა. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ცალკეულ სადარბაზოებთან რომ უსტვენენ ლიდერები 30 წელია, იმიტომ არის საქართველო ამ დღეში.

როგორ, ჩვენ, ადამიანებმა რომლებიც ოპოზიციაში ვიყავით მოვახერხეთ და გაერთიანებულ ოპოზიციაში დავივიწყეთ რაღაცეები და მივუთითეთ “ნაციონალურ მოძრაობას” ჩადექით რიგით მწყობრში და არიან რიგითში! ახლა საუბარია რომ ამ გაერთიანებაში სახელი “ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება. რიგითში არიან ეს ადამიანები. შემთხვევით არაფერი არ გაგვიკეთებია. რა დროს ჯიბრია?! “,-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად