ჩარკვიანი კაპანაძეს: მემორანდუმს, მხოლოდ ხელის მოწერა კი არ ჰყოფნის სერგი გენაცვალე, შესრულებაა მთავარი!

“პასუხი “გაღიზიანებულ “ სერგი კაპანაძეს! მემორანდუმს, მხოლოდ ხელის მოწერა კი არ ჰყოფნის სერგი გენაცვალე , შესრულებაა მთავარი- შესრულება!კანონი და სამართალი- ძალა ერთობაშია”.

​ასე გამოეხმაურა ოპოზიციური პარტია “კანონი და სამართალი- ძალა ერთობაშია” -ს ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” წევრის სერგი კაპანაძის განცხადებას, რომელმაც თაკო ჩარკვიანი ცილისწამებაში დაადანაშაულა.

„მე დიდი ხნის წინ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ სერგი კაპანაძის გასაგონად. დიახ, „ევროპული საქართველოს” მიერ არაერთხელ გაკეთებული განცხადებები გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგ, თანხვედრაში მოდის ყოველთვის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკასთან. ივანიშვილმა კანონიც კი მიიღო იმისი, თუ როგორმე დაშალოს გაერთიანებული ოპოზიცია, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდის ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელმაც სილა გააწნა „ქართულ ოცნებას” და კერძოდ ივანიშვილს, ეს გახლდათ, არჩევნების მეორე ტური. ოპოზიციამ მაშინ მოიტანა გამარჯვება, როცა გაერთიანდნენ. დღევანდელ განცხადებებშიც, სისტემატურად ხდება გაერთიანებული ოპოზიციის უგულებელყოფა”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისივე განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია არის თავისუფალი გაერთიანება და ვისაც რა უნდა, იმას იტყვის.

“ვერავინ მიბრძანებს ვთქვა ის, რაც მე არ მინდა. მე რატომ უნდა ვენდო მემორანდუმს, რომელსაც შექმნიან? რა იურიდიული ძალა აქვს ისეთი ამ მემორანდუმს, რომ ვიფიქროთ, თურმე არ შეეკვრებიან ბიძინა ივანიშვილს? ჩვენ რა ვიცით, რომ სერგი კაპანაძე კვლავ არ გაქანდება ბოკერიასთან ერთად და არ შეეკვრება?! თუ ნამდვილად შეასრულებენ, ჩვენ ყველანაირ მემორანდუმს მოვაწერთ ხელს”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა “მთავარ არხთან” საუბრისას.

შეგახსენებთ: „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ შევიდნენ.

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე „ევროპული საქართველოს“ ერთერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიასერთერთი ლიდერის, თაკო ჩარკვიანის პოზიცია, რომ „თითქოს ივანიშვილთან კოალიციის არშექმნაზე პირობის დადება ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, ცილისწამებაა“.

ამასთან, სერგი კაპანაძე აღნიშნულთან დაკავშირებით „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობის“ და კოალიციის სხვა ლიდერებისგან მოითხოვს მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად