ჩარკვიანი: კაპანაძე ბრიფინგს მე კი არა, ჩერგოლეიშვილს, ბოკერიას და კახიძეს უნდა უწყობდეს

“ბრიფინგს სერგი კაპანაძე თაკო ჩარკვიანს კი არ უნდა უწყობდეს, უნდა უწყობდეს ჩერგოლეიშვილს, ბოკერია, ოთო კახიძეს…”,-ამის შესახებ “კანონი და სამართალის” დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა “ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა.

“თუ რაიმე კარგს დააპირებენ, გაერთიანებული ოპოზიცია ყოველთვის გაერთიანების მომხრეა. ბრიფინგს სერგი კაპანაძე თაკო ჩარკვიანს კი არ უნდა უწყობდეს, უნდა უწყობდეს ჩერგოლეიშვილს, ბოკერია, ოთო კახიძეს… ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შექმნილ ყველანაირ ინიციატივას ყოველთვის ვუერთდები, ვინაიდან მე ვარ გაერთიანების მომხრე, რომელმაც ყველაზე დიდი ტრავმა მიაყენა ბიძინა ივანიშვილს.

არ მივცემ არავითარ შემთხვევაში არცერთ ოპოზიციურ პარტიას გაერთიანების ხელყოფის უფლებას, იმიტომ რომ ზუსტად ეს უნდა ბიძინა ივანიშვილს და ნუ მოდიან მათთან ერთად თანხვედრაში. პარტია, რომელიც მუდმივად ბიძინა ივანიშვილთან ერთად სინქრონში მოდის განცხადებებით, იმ პარტიის არ მჯერა. ”-განაცხადა ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ: „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გუშინ ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდეს, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში.

„კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ამ შეთავაზების შეფასებისას განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას თაღლითობის სუნი ასდის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად