ჩარკვიანი: ჯარის შემოყვანას ითხოვდნენ, პუტინს ეუბნებოდნენ, მერე გვიან იქნებაო, ნუ, რა ვქნა მეტი?!

„საქართველოს გადაბარება მიდის რუსეთზე“ – ეს განცხადება კანონი და სამართალის თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა “რუსთავი 2”-თან გააკეთა.

“საპროკურატურო განცხადება გავაკეთე, ახლა მეტი რა გავაკეთო?! ითხოვდნენ ჯარის შემოყვანას, პუტინს ეუბნებოდნენ, დროზე, თორემ შემდეგ იქნება გვიან! ნუ, რა ვქნა მეტი?! ხომ დამტკიცდა არა, რასაც ვამბობ? ერთადერთი, რისიც ეშინიათ, არის ის, რომ ყველა გამოკითხვით, ეს გამოკითხვაც ვიცი, სად და როგორ და რანაირად, იციან რომ ხალხს არ უნდა რუსეთი.

ამიტომ, ერთი ვარიანტი რა არის? უნდა შემოიპაროს, სხვა ვარიანტი არ არის.

„ეს არის რუსეთის ფაქტორი, პირდაპირ გეუბნებით, საქართველოს გადაბარება მიმდინარეობს. აბა, ახლა ჩვენ ვიცით, როგორ გადავაბარეთ ამ ქვეყანას. მე როდესაც ვამბობ, გადავაბარებთ, დიახ, ახლა ჩვენზეა ეს დამოკიდებული. უნდა დაიწყოს უკვე აქციები, სხვა ვარიანტი არ არის. რადიკალური მე არ ვარ, მაგრამ გამოსავალი ეს არის. რაღაცა კანონის ფარგლებში, სამართლებრივ ჩარჩოებში, მაგრამ აქციები უნდა დაიწყოს, ეს კაცი უნდა მოცილდეს ქვეყანას,“ – აცხადებს ჩარკვიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...