ჩარკვიანი: ივანიშვილს უნდა ჩემი სამშობლო “მოთაგოს”, დაიბევოს, იყიდოს

ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართალი”-ს დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა პარტიის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ჩარკვიანი თქმით, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რუსული კორუფციის ვასალია, რომელსას სურს საქართველო დაიბევოს და იყიდოს.

“რატომ შეიქნა ეს პარტია? ვიღაც იფიქრებდა პარტიების მეტი რა არისო, მგონი 30 წელიდადი მეტს არაფერს ვაკეთებთ, პარტიები იქმნება, ლოგო, თქვენი ლოზუნგი რა არის… დავფიქრდი  პირველად როცა მკითხეს, თქვენი პარტიის ლოგო რა არის? არ ვიცი, ჩემი პარტიის ლოგო არის – “კანონი და სამართალი”!  ჩემი ცხოვრების ლოგოა საქართველო. არ ვიცი სხვა რა ლოგო უნდა მქონდეს, ვერ გეტყვით…

მოდით, ამ პარტიაში გაერთიანდნენ იმისტები, ამისტები, ყველანი გავერთიანდეთ და ვიურთიერთოთ რა თქმა უნდა გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად, სხვა პარტიებთან ერთადაც და ამ კრიზისიდან ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ.

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი ქვეყანა ვიღაცამ, ახალგაზრდების ენაზე რომ ვთქვა – მოთაგა, დაიბევა. ანუ, ჩავიხედეთ მასალებში და იცით? მიწებია გაყიდული, ისე რომ მწირი ინვესტიციაც კი არ არის განხორციელებული. ანუ ,გაუქმებულია საქართველოს მიწა-წყალი. საქართველოს წინააღმდეგ აბსოლუტურად საბოტაჟური, მიზანმიმართული გეგმა მოქმედებს, ეს გახლავთ რუსული კორუფციული მართვის სტილი.   შემოგვეპარა, დიახ! პირადა მე  2012 წელს შემომეპარა რუსული კორუფციული მართვის ვასალი, რომელია ახლა მიზის შუშის სასახლეში და ჩემი სამშობლო უნდა, რომ “მოთაგოს”, დაიბევოს, იყიდოს”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანი.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...