ჩარკვიანი ივანიშვილს: ისეთები დაგემართათ კარგ სახელს და გვარს ვერ დატოვებთ, არ ხართ თქვენ ილია..

“ბიძინა თვალებდამთხრელი არ დაიტოვოთ რა”,-ამის შესახებ, “კანონი დასამართალის” დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა კავკასიის ეთერში საუბირსას განაცხადა.

“გეუბნებიან რომ ილია ხართ, არ ხართ თქვენ ბატონო ბიძინა ილია. თქვენ ძალიან კარგი სახელი გქონდათ. ის სახელი გააფუჭებინეთ ძველ გერეუშნიკებს. ახლა იქნება როგორმე გამოძვრეთ მაგ გერეუშნიკებიდან. დარჩეთ ცოცხალი. დაოტოვეთ თქვენი სახელი და გვარი ბიძინა ივანიშვილი. თქვენ ისეთები დაგემართათ კარგ სახელს და გვარს ვერ დაიტოვებთ.

ბიძინა თვალებდამთხრელი არ დაიტოვოთ რა. ამის გამოსწორება შეგიძლიათ. ამას არავინ არ გეტყვით. ის ვისაც მილიონები წაღებული აქვს, ვისაც გასაქცევად აქვს საქმე, ვინც ფიქრობს რომ პოლიციური სახელმწიფო კარგია ის ხომ კრეტინია. კრეტინი როგორ გირჩევთ რამეს, მოღალატე კაცი არ შეიძლება ჭკვიანი იყოს.”,-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად