ჩარკვიანი: ივანიშვილმა იფიქროს როგორ წავიდეს, ჩვენ მივცემთ საშუალებას მოცილდეს ამ ქვეყანას!

დღეს არის პატრონყმული წყობა და ამ დროს, ოლიგარქი გაბედავს იმდენს, რამდენსაც გააბედინებს მას ხალხი, – ამის შესახებ „კანონი და სამართალი“ პარტიის ხელმძღვანელმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

“ჩვენ ყველა უნდა დავდგეთ ერთად. რჩევა იქნება იმ სისულელეებს, იმ სულელურ გზას და მავნებლურ, ბოროტმოქმედის გზას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაადგა და რომელსაც ყოველ დღე ჩადის ჩემი სამშობლოს და ქვეყნის წინაშე, უარყოს მან ეს გზა, დაადგეს კანონიკურ გზას და იფიქროს, როგორ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, როგორ წავიდეს და მივცემთ ჩვენ საშუალებას, რომ წავიდეს აქედან, მოცილდეს ამ ქვეყანას.”,-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, დღეს საქართველოში პატრონყმული წყობაა.

“ყველაფერს ველი, იმიტომ, რომ როდესაც პატრონყმული წყობაა, ეს არ არის ფეოდალური, ფეოდალურს თავის წესი და რიგი აქვს, ეს არის პატრონყმული წყობა და ამ დროს ოლიგარქი გაბედავს იმდენს, რამდენსაც გააბედინებს მას ხალხი,“- განცხადა ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად