ჩარკვიანი: ივანიშვილის ინტერვიუს გამო შოკში ვარ, ასეთი დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანი გვყავს ხელისუფლების სათავეში

ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“ნუ დავიწყებთ ვინ სად იჯდა, იმიტომ, რომ 12 ისეთი “ნაციონალი” გადაპორტირდა თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობიდან” “ქართულ ოცნებაში”, რომ ადეიშვილის მოადგილესთან იჯექით და რა გაგიკვირდათ. იმდენი “ნაციონალი” მაშინ ხელისუფლებაში და დღეს აღარ არიან, ახლა კი სხვები არიან. მაგალითად, ჩვენ 7 ნოემბერს რომ ვაპროტესტებდით, ნიკა მელია არ იყო იქ, სამაგიეროდ ზარდიაშვილი კი ადეიშვილის მოადგილე იყო.

მაგრამ, ნუ ვიჩხუბებთ, საქმე უფრო ცუდად არის, ვიდრე ჩვენ აქ გვგოანია, ისეთი ინტერვიუს მომსწრე გავხდით გუშინ, შოკში ვართ. დედაჩემის თაობაა შოკირებული, რადგან სათავეში მსგავსი დაბალი ინტელექტის და “განათლების მქონე ადამიანი გვყავს. ამიტომ, დავფიქრდეთ, რას ვუტოვებთ ჩვენ მომავალ თაობას”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად