ჩარკვიანი: გაერთიანებულ ოპოზიციაში პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე დავინახე

პარტია “კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანის განცხადებით ოპოზიციურ გაერთიანებაში “ძალა ერთობაშია” შემავალი პარტიების რამდენიმე კონსულტაციის შედეგად გამოიკვეთება მაჟორიტარობის კანდიდატები, საარჩევნო სია და სავარაუდოდ, მომავალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა “ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა და განმარტა, რომ მისი აზრით, მომავალი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეკონომიკაში უნდა ერკვეოდეს.

“მომავალი საქართველოს პრემიერი უნდა ერკვეოდეს ეკონომიკაში. აქ ორი აზრი არ არსებობს. “ძალა ერთობაშია”-ს გვაქვს ამის რესურსი. მე პირადად, ამ რესურსით გიორგი ვაშაძე დავინახე. არაფერს არ გაოვრიცხავ, არც მაჟორიტარს, არც სიას, თუმცა, მაქვს ჩემი პრინციპები. თუ სიაში გაიელვებს სადმე დასავლური ვექტორის გარდა, პუტინის მომხრე, მე, თამარ ჩარკვიანს” დეპუტატობა არ მიღირს”- განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად