ჩარკვიანი: ბოკერია, კანონზე მაღლა დგახარ?! ივანიშვილს ხელშეუხებლობას დაპირდა, რაც გარიგებაა

ბოკერია ჩერგოლეიშვილთან ერთად გვებრძვის, როცა უნდა მეუღლეა არ მკითხოთო, როცა დაცვა უნდა მას იშველიებს, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, “კანონი და სამართალის” დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

ამჟამად გთავაზობთ ინტერვიუს ამ მონაკვეთს:

_ ევროპულ საქართველოსთან და ბოკერიასთან საბოლოოდ მორიგდით თუ გრძელდება თქვენი დაპირისპირება?

_ არაფერი მოსარიგებელი არ არის. მე მათ ვუთხარი, რომ თქვენ ამბობთ, რომ ემხრობით გაერთიანებას და მუდმივად ყველაფერს აკეთებთ ივანიშვილისთვის-მეთქი.

_ იგივე ვითარებაა დღესაც?

_ იცით რა? ცოტა შეანელეს. საერთოდ საქციელი, რომელიც მოქმედებაში მოგყავს და ისე დებს შედეგს, ამით შემიძლია დასკვნა გამოვიტანო. ჩემი საქციელში ვერავინ ეჭვს ვერ შეიტანს. მე გამოვხატე ბაგრატის ტაძართან ვაშაძის წარდგენისას, დაუზოგავად ვიშრომე. ახლა ვეუბნები ევროპულ საქართველოს, რომ მოდით დადეთ შედეგი. თქვენ მუდმივად აძლიერებთ ივანიშვილს და დამანახეთ საპირისპირო-მეთქი.

_ რით აძლიერებენ ივანიშვილს?

_ ყველაფრით. თუნდაც, რაც მოხდა 20 ივნისს, იმასთან დაკავშირებით. ხან მელიას ლანძღავდნენ, ხან „ნაცმოძრაობას“ და გაერთიანებულ ოპოზიციას ეძახდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს არის ივანიშვილის ტრენდი.

_ შეურაცხყოფილად იგრძენით ამის გამო თავი?

_ დიახ, იმიტომ რომ სწორი არ არის. იმიტომ კი არა, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ შეურაცხყოფა. იქ არიან პარტიები, რომლებიც არ არიან „ნაცმოძრაობის“ წევრები. ჩვენ გავერთიანდით იმიტომ, რომ საქართველოს დასჭირდა რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანება.

ბოკერია გვებრძვის მეუღლესთან ერთად. როცა უნდა ამბობს, მეუღლეა და არ მკითხოთო, დაცვა როცა სჭირდება, მაშინ მეუღლეს იშველიებს.

_ კითხვები იმანაც ხომ არ გაგიჩინათ, რომ შსს-მ თავიდანვე დაასახელა სამი გვარი და დაიბარა გამოკითხვაზე – ეს იყო მელია, ოქრუაშვილი და უგულავა. მელიას სამაჯური ადევს, ოქრუაშვილი ციხეში ზის, ხოლო უგულავას არაფერი შეეხო. ამაზეც გაგიჩნდათ კითხვა?

_ რა თქმა უნდა. ყველას გაუჩნდა. მე თავიდანვე არ მითქვამს არაფერი, სანამ არ დავინახე, როგორ მოიყვანეს საქციელი მოქმედებაში. ახლა ცოტა შეარბილეს რიტორიკა და მომწონს. ვნახოთ, თუ ისინი კვლავ გააგრძელებენ ივანიშვილის ტრენდზე ჯდომას, მექნება საფუძველი ვთქვა, რომ ივანიშვილის ტრენდზე ზიან. აქვე გავიხსენებ იმასაც, რომ ბოკერიამ დააანონსა, რომ ხელშეუხებლობას ვპირდებით ივანიშვილსო.

_ რა თქვა ცუდი? მან ამით ხაზი გაუსვა, რომ შურისძიების პოლიტიკა გამოვრიცხოთო.

_ შურისძიების მომხრე მეც არ ვარ, მაგრამ კანონდარღვევის უფლება შენ ვინ მოგცა?! ამას ჰქვია წინასწარი გარიგება. თუ ვიღაცამ მოიპარა ხალხის ფული, შენ ბოკერია კანონზე მაღლა დგახარ?! მე ვინ ვარ, თაკო ჩარკვიანი, რომ მსგავსი განცხადება გავაკეთო, რა უფლება მაქვს?! მე ვითხოვ კანონის უზენაესობას. პოლიტიკური ამნისტია არ არსებობს ასეთი, ეს არის მცირე პოლიტიკური გარიგება.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად