ჩარკვიანი: ანტიკორუფციული კანონიც  და ოკუპაციის შესახებ კანონიც გვაქვს, მაგრამ დასაჭურისებულია!

ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა გადაცემა “ვახო სანაიას “ხალხის პოლიტიკა”-ში განაცხადა.

“მე მომხრე ვარ კოალიციური მთავრობის,.  მგონია რომ ეს იქნება გარანტია იმ დემოკრატიისა და შიშის გაქრობისა, რაც არის საზოგადოებაში. როდესაც ვსაუბრობ ანტიკორუფციულ კანონზე, განა ანტიკორუფციული კანონი არ გვაქვს, განა ოკუპაციის შესახებ კანონი არ გვაქვს? დასაჭურისებულია! ეს არის ტრაგედია. ჩვენ ვთავაზობთ მექანიზმს, როგორ ავამუშაოთ ანტიკორუფციული კანონი.  თვითონ კოალიციურ მთავრობაში იქნება კონკურენტუნარიანი ატმოსფერო, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ქვეყანა ფეხზე დადგეს. ჩვენთან პროკურორებს ეშინიათ პირველი პირების. აი, ეს უნდა შეიცვალოს.

მე ამ ქვეყნად არაფერი გამაჩნია, აბსოლუტურად, მე არ ვარ პოლიტიკიდან მოსული თაკო ჩარკვიანი.

შეიძლება გული გამისკდეს, რომ მე ვთქვა, ანტიკორუფციული კანონი უნდა გავიდეს და კბილებით უნდა გავიტანო და ვიღაც ქუჩაში შემხვდეს და მითხრას, შეენც ბრტუს? მე არაფერი სხვა არ მაქვს. ეს არის ის, რითიც მგონია რომ ჩემი ერთი აგური მოვიტანო”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...