ჩარკვიანი: აღელვებული ეთერის შემდეგ დედაჩემის „მესიჯს” შიშით ვხსნი, რადგან ვიცი ტონალობის გამო თავზე დამაფარებს

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრისთვის თავზე ნაგვის დაყრას ოპოზიციის წევრი თაკო ჩარკვიანი “მთავარ არხზე” გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ მოქმედების ჩამდენმა თავისი პროტესტი გამოხატა, ისე როგორც შეძლო.

“თავმოყვარე ოპოზიციაც, ხალხიც დღეს მოითხოვდა ამ ქალის მოცილებას, რომელსაც მე პირადად დავარქვი პ-რეზიდებტი.

როდესაც ერთი ადამიანის საქციელს განვიხილავთ, მაგალითად ამ ყმაწვილისას, რომელმაც მოქმედება დაიწყო, როგორც ოპოზიციონერმა და რაც შეძლო ის გააკეთა.

სანამ განვიხილავთ მოქალაქეს, უნდა განვიხილოთ სახელმწიფო რა მდგომარეობაშია სამართლებრივად, მორალურად…

მე სახლში მყავს ძალიან საღი აზროვნების მოხუცი დედა. როდესაც ეთერი მაქვს აღელვებული, პირველი ვის “მესიჯსაც” შიშით ვხსნი ისაა, იმიტომ რომ თავზე დამაფარებს ტონალობის გამო. მე მასთან ვისაუბრე ამ თემაზე, რადგან ვიცი რომ მისთვის გაუგებარია ეს ნაგვის დაყრა და ბოლოს მითხრა, ასეთ ქვეყანაში, სადაც სამართალი არ არის ისე იცავენ თავს როგორც შეუძლიათ”, – განაცხადა ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერანტივას” წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად