ჩაქვში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

ჩაქვში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა. მამაკაცი თავის მძიმე ტრავმით ქობულეთის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოათავსა.

მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტი მათ შემთხვევის ადგილზე ცოცხალი დახვდათ.

მგზავრების ინფორმაციით, მამაკაცი მატარებელზე გადასწრებას ცდილობდა, მატარებლის დამუხრუჭება კი მემანქანემ ვეღარ მოასწრო.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში უკვე გამოიკითხა მატარებლის მძღოლი, რის გამოც ბათუმი-თბილისის მატარებელის მგზავრები პროცესის დასრულებამდე ალოდინეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...