ჩაქვში, ავტოავარიის შედეგად 3 ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვანი დაიღუპა

ჩაქვში, ავტოავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

ავტოსაგზაო შემთხვევისას ასევე დაშავდა სამი ადამიანი, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. პირველადი ინფორმაციით, მოქალაქეები ცენტრალურ გზაზე ქვეითად გადაადგილდებოდნენ, როდესაც მათ მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

მანქანის მძღოლი დაკავებულია. შემთხვევა ბათუმი-ჩაქვის საგზაო მონაკვეთზე, გვიან ღამით მოხდა. მომხდარზე შსს-მ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღძრა, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად